Home » ბიზნესი » მარეგულირებლის განმარტებით მაგთის მიერ კავკასუსის შეძენა ბაზარზე გავლენას არ მოახდენს
მარეგულირებლის განმარტებით მაგთის მიერ კავკასუსის შეძენა ბაზარზე გავლენას არ მოახდენს

მარეგულირებლის განმარტებით მაგთის მიერ კავკასუსის შეძენა ბაზარზე გავლენას არ მოახდენს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია მიიჩნევს, რომ მაგთის მიერ კავკასუს ონლაინის შეძენა კავშირგაბმულობის ბაზარზე გავლენას არ მოახდენს.

მარეგულირებლმა შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის განაცხადის თობაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენის სხდომა გამართა.

როგორც ცნობილია, „მაგთის“ შპს „კავკასუს ონლაინის“ ყველა იმ აქტივის შეძენის სურს, რომელსაც კომპანია საკუთარი აბონენტებისთვის  მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების   მისაწოდებლად იყენებს.

სხდომაზე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა შპს „მაგთიკომის“  მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენა შეისწავლა და დაასკვნა, რომ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელება არ იქონიებს გავლენას ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენციაზე.

კომისია გადაწყვეტილებას, 2015 წლის 19 ნოემბერს, 15:00 საათზე ჩანიშნულ, არსებითი განხილვის სხდომაზე გამოაცხადებს.

bpi.ge

[wpolling id=”10″ width=”” height=””]

Share