Home » ბიზნესი » მარეგულირებელმა „მობიტელის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ შეძენაზე საქმის წარმოება დაიწყო
მარეგულირებელმა „მობიტელის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ შეძენაზე საქმის წარმოება დაიწყო

მარეგულირებელმა „მობიტელის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ შეძენაზე საქმის წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მობიტელის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე შპს „მობიტელისთვის“ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ გეგმავს კომპანიის ორ ნაწილად გაყოფას, საცალო მომსახურების სეგმენტის (მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების) შპს „მობიტელისთვის“ გადაცემას, ხოლო საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, რაც გულისხმობს ქსელური ინფრასტრუქტურას და მაგისტრალებს, მათ შორის, საქართველო-ბულგარეთის (ფოთი-ვარნა) დამაკავშირებელ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალს, ოპერირების გაგრძელებას.

საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომა  9 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართება. გადაწყვეტილებას კომისია ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს. სხდომა საჯაროა.

 bpi.ge
Share