Home » საზოგადოება » „მალტიდან ვაქცინის ჩამოტანა “ფეიკნიუსია”, მე გეტყვით რა ხდება“

„მალტიდან ვაქცინის ჩამოტანა “ფეიკნიუსია”, მე გეტყვით რა ხდება“

გიორგი ფხაკაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართელოს მალტას დახმარებით უფასო ვაქცინის მიღება შეუძლია, “ფეიკნიუსს” უწოდებს:

“მალტიდან ჩამოტანილი ვაქცინა, ხომ იცით, რომ ეს არის “ფეიკნიუსი”, ბატონი მიხეილ შეცდომაში შეიყვანეს, ალბათ. მე გეტყვით ინფორმაციას, რა ხდება მალტასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მალტა არის ევროკავშრის ქვეყანა. ევროკავშირმა მიიღო ვაქცინაციის პროგრამა, ეს არის ერთიანი გადაწყვეტილება თუ როგორ განხორციელდეს ვაქცინაცია მთელს ევროპაში.

ამასთან, მალტამ “მოდერნიდან” შეიძინა 100 000 დოზა, ასევე “ფაიზერიდან” შეიძინა 670 000 დოზა, ასევე მალტამ “ასტრაზენეკიდან” შეუკვეთა 1 მლნ დოზა. პრობლემები შეიქმნა “ფაიზერსა” და “ასტრაზენეკას” შორის, შესაბამისად მიხვდნენ, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა ვერ ჩამოვა და არ ეყოფათ ვაქცინები და დამატებით 80 000 დოზა “მოდერნას” ყიდულობენ.

ახლა კითხვაა მარტივი, თუ დღეს მალტა ყიდულობს 80 ათას “მოდერნას” აქცინას, რადგან შიში აქვს რომ ვაქცინა დააკლდება, საიდან ექნებათ ვაქცინა, რომ საქართველოს კი არა, ვინმეს მისცენ?” – თქვა ფხაკაძემ.

Share