Home » ფინანსები » “მალე ვიტყვით, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს ლარის კურსი”
"მალე ვიტყვით, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს ლარის კურსი"

“მალე ვიტყვით, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს ლარის კურსი”

“ლარი შეიძლება ხან გაუფასურდეს, ხან გამყარდეს”,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ რაზე მოქმედებს ლარის მერყეობა.

“ორი რაღაც არის, ფასების საერთო ზრდა და განკარგვადი შემოსავალი, რომელიც რჩება ჩვენს მოსახლეობას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე გავაკეთებთ განცხადებას, სადაც ვიტყვით, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს, რომ ჩვენს მოქალაქეებს განკარგვადი შემოსავალი შეუნარჩუნდეთ”,- აღნიშნა ქუმსიშვილმა.

Share