Home » ფინანსები » „მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ლარის მკვეთრი დევალვაციის საფრთხე არ არსებობს“
„მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ლარის მკვეთრი დევალვაციის საფრთხე არ არსებობს“

„მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ლარის მკვეთრი დევალვაციის საფრთხე არ არსებობს“

“არც ერთი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი გაუარესებული არ არის. გვაქვს გაუმჯობესება ყველა მიმართულებით”, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ლარის მკვეთრ გაუფასურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ლარის მკვეთრი დევალვაციის საფრთხე არ არსებობს.

„გამოქვეყნდა სტატისტიკური მაჩვენებლები, რომელსაც საპარლამენტო კუთხით ჩვენც ვაკონტროლებთ. ვხედავთ, რომ სექტემბერში 5%-იანი ზრდა გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ სახელწიფო ბიუჯეტი დაგეგმილი გვქონდა 4%-იან ზრდაზე, უკეთესი მონაცემები გვაქვს.

თუ ნახავთ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს, 9 თვეში პრაქტიკულად 200 მილიონით მეტი მივიღეთ, არც ერთი მაჩვენებელი გაუარესებული არ არის. აქედან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ლარის მკვეთრი დევალვაციის არანაირი საფრთხე არ არსებობს.

მოკლევადიან პერიოდში, შეიძლება მოძრაობა იყოს ორივე მიმართულებით, როგოც გამყარების, ასევე დევალვაციის კუთხით, და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესებულია მხოლოდ და ლარის მკვეთრი დევალვაცია მოსალოდნელი არ არის”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

Share