Home » საზოგადოება » მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო

მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო

მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო. დღეს ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს, ღონისძიებაში თავდაცვის მინისტრთან ერთად ის სამხედროები და მათი ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ, ვინც “არმი სითის” მცხოვრები უნდა გახდეს.

პროექტის მიხედვით, მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი უნდა აშენდეს. სამხედროები 1092 ბინის შეძენას თეთრი კარკასის სახით შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა წელიწად-ნახევარში დასრულდება.

„ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე სანიმუშო, ღირსეულ ქალაქს ავაშენებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავაფასოთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები. პროექტი მოიცავს 39 7-სართულიანი პროექტის მშენებლობას და ის სულ რაღაც წელიწად-ნახევარში დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Share