Home » ბიზნესი » „მაკდონალდს საქართველოს” ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

„მაკდონალდს საქართველოს” ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

2020 Shining Light Awards მაკდონალდსის თანამშრომელს ბექა სტურუას გადაეცა.

ბექა სტურუა ევროპის ქვეყნების 10 გამარჯვებულიდან ერთ-ერთია, რომელსაც ეს ჯილდო ხვდა წილად. Shining Light Award 2020 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით აღიაროს მაკდონალდსის კორპორაციის ის თანამშრომლები, რომლებმაც საკუთარი შედეგებითა და მიღწევებით განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სისტემის წარმატებაში 2020 წელს.

„Shining Light Award ჩემთვის არის მნიშვნელოვანი წარმატება და უდიდესი მოტივაცია, ასევე პასუხისმგებლობა როგორც კომპანიის და გუნდის და ასევე საკუთარი თავის წინაშეც“, აღნიშნავს ბექა

მაკდონალდსის კორპორაცია დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობაა ყველა ასაკის ადამიანისთვის. კორპორაციის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება გუნდის წევრებზე ზრუნვა, მათი პიროვნული და კარიერული ზრდის ხელშეწყობაა. სწორედ ამიტომაც, კორპორაცია არაერთ წარმატებულ მაგალითს ითვლის, თანამშრომლების კარიერულ კიბეზე დაწინაურების საქმეში.

ბექა სტურუაც ამის ნათელი მაგალითია. ის მაკდონალდსის გუნდს 2016 წელს შეუერთდა ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე. დასაქმებიდან ერთ წელიწადში ბექა ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე დაწინაურდა, 2020 წელს კი, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო თანამშრომელმა, მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

„მაკდონალდსი არის კომპანია, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, რომ ცოდნის მიღების გზით, მიაღწიო წარმატებას და კარიერულ წინსვლას, Shining Light Award კი აღნიშნულის დასტურია“ – ამბობს ბექა.

მაკდონალდს საქართველოს გენერალური დირექტორი, თენგიზ კაპანაძე აღნიშნავს, რომ Shining Lights Award საქართველოს საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა:

„მსურს, მივულოცო ბექას ეს მნიშვნელოვანი ჯილდო და აღიარება მისი თავდადების, საქმისა და გუნდის ერთგულებისთვის. ეს გამარჯვება ადასტურებს, რომ ბექა, როგორც მაკდონალდსის თანამშრომელი, კორპორაციის მთავარი ღირებულების მატარებელია. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ჩვენი თანამშრომლები რთულ პერიოდშიც კი ინარჩუნებენ საქმისადმი ერთგულებას და ზრუნავენ, როგორც კორპორაციის განვითარებაზე, ასევე ოპერირების გუნდის თითოეული წევრის მხარდაჭერაზე. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პანდემიის ფონზე, სწორედ ასეთი ერთგული და მაღალი ღირებულებების მატარებელი გუნდის წევრებზე დგას ჩვენი კომპანია. შედეგად, შევძელით, არა თუ შეგვენარჩუნებინა ჩვენი ჩვეული ოპერირების ხარისხი, არამედ ახალი ობიექტები გაგვეხსნა და ახალი დასაქმებულებისთვის გაგვეღო კარი. კორპორაციაში მოსულ თანამშრომელს ცოდნის გაზიარების, თანამედროვე კომპანიაში მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავების, სერვისის საუკეთესო პრაქტიკების ჩვენებით ეძლევათ კარიერული წარმატების შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა შეუზღუდავია ყველასთვის.“

Share