Home » მსოფლიო » მაიკროსოფტმა LinkedIn-ი შეიძინა
მაიკროსოფტმა LinkedIn-ი შეიძინა

მაიკროსოფტმა LinkedIn-ი შეიძინა

გუშინ, 13 ივნისს, დიდი სიახლე დაანონსდა: მაიკროსოფტმა 26.2 მილიარდ დოლარად LinkedIn-ი შეიძინა. LinkedIn-ის აღმასრულებელი დირექტორი Jeff Weiner-ი დარჩება თანამდებობაზე პროფესიონალ გუნდთან ერთად, თუმცა პასუხისმგებელი იქნება Microsoft-ის CEO სატია ნადელას წინაშე.

შესყიდვის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომპანია შეინარჩუნებს ბრენდის იმიჯს, კულტურას, დამოუკიდებლობას. LinkedIn-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე Reid Hoffman და Weiner-ი ორივე დარჩება კომპანიის გვერდში და მხარს დაუჭერს მის განვითარებას.

როგორც ვარაუდობენ, შეძენის პროცესი სრულიად მოგვარდება წლის ბოლოსთვის.

ახალი კომპანიების თანამშრომლებს ეს ამბავი მეილით აცნობეს. “ამ გარიგების შედეგად, მსოფლიოს ორი წამყვანი და პროფესიონალი კომპანიები ერთიანდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ LinkedIn-ი სულ სხვა სტილის და ფუნქციის მქონე კომპანიაა, რომელიც ძალიან მაგარ ბიზნესს ქმნის 433 მილიონზე მეტი პროფესიონალით” – აღნიშნა სატია ნადელამ მეილში.

ჩვენ გვსურს განვამტკიცოთ ეს ბიზნესი, შევმატოთ მას პროდუქტიულობა, დინამიურობა და მეტი ამბიცია, გავზარდოთ და განვავითაროთ კომპანია, ხელი შევუწყოთ მონეტიზაციას. – განაცხადა მაიკროსოფტის CEO-მ.

წყარო: wom

Share