Home » მსოფლიო » მაიკ პომპეომ, შესაძლოა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილოება

მაიკ პომპეომ, შესაძლოა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილოება

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, შესაძლოა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილოება. აღნიშნული განცხადება მან Fox News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„ჩვენ მთელი მსოფლიო გვიყურებს და ისინი ჩვენს თითოეულ ქმედებას აკვირდებიან. იმედი მაქვს, რომ აშშ-ს ეყოლება ადმინისტრაცია, რომელიც ქვეყანას სერიოზულ საფრთხეებს აარიდებს. ამერიკელი ხალხი ამას იმსახურებს და ვფიქრობ, ამას მოითხოვენ კიდეც“, – განაცხადა პომპეომ.

რაც შეეხება მის კანდიდატურას, ყოფილი სახელმწიფო მდივანი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი არ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას.

Share