Home » საზოგადოება » მაიკ პენსი: დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას
მაიკ პენსი: დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას

მაიკ პენსი: დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს გრძელდება 2008 წლიდან, როდესაც რუსულმა ტანკებმა მოახდინეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პოზიციის მხარდაჭერას,- ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა „მოამბის“ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

შეკი​თხვა ეხებოდა, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს საქართველომ პარტნიორებთან ერთად, როდესაც გრძელდება საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

„ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს გრძელდება 2008 წლიდან, როდესაც რუსულმა ტანკებმა მოახდინეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პოზიციის მხარდაჭერას. კიდევ ერთხელ განვაცხადეთ მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გარდა, ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ძლიერი და განვითარებული საქართველო მიაღწევს ქვეყნის გამთლიანებას და ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ახალი გზების ძიებას, რომელთა შედეგად ჩვენ არა მხოლოდ გავაძლიერებთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, მაგრამ ეკონომიკურად დავეხმარებით ქვეყანას, რაც მოიტანს დამატებით დასაქმებას, ეკონომიკურ წინსვლას და დარწმუნებული ვარ დადგება დღე, როდესაც ქვეყანა აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას“, – განაცხადა პენსმა.

Share