Home » ფინანსები » მაია ცქიტიშვილი: გერმანიაში ნაშოვნი ფულით ზოგმა შეიძლება საკუთარი ბიზნესი დაიწყოს

მაია ცქიტიშვილი: გერმანიაში ნაშოვნი ფულით ზოგმა შეიძლება საკუთარი ბიზნესი დაიწყოს

„ის თანხა, რასაც გერმანიაში იშოვიან, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება. შესაძლოა ამ ადამიანების ნაწილმა ამ თანხებით საკუთარი ბიზნესი შექმნან და დაასაქმონ სხვაც“, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადა.

„საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ია. ეს ნიშნავს, რომ 300 000-მდე ადამიანი უმუშევრად ირიცხება ოფიციალურად. ბუნებრივია ყველა ამ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ იპოვონ დასაქმების შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მათ ღირსეულ შემოსავლებს. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვმუშაობთ, შევქმნათ სამუშაო ადგილები უშუალოდ ქვეყანაში, ვეძებთ საშუალებას, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უცხოეთში ლეგალურად დასაქმება შეძლონ. ეს არის დამატებითი საშუალება, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, ღირსეული ანაზღაურება მიიღონ.

სრულიად ლეგალურად მათ ექნებათ საშუალება, 3-4 თვის განმავლობაში იმუშაონ სხვა ქვეყანაში, შემდეგ დაბრუნდნენ და გააგრძელონ თავისი ოჯახების კეთილდღეობაზე ზრუნვა. მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე არალეგალურად იმყოფება უცხოეთში და მუშაობს იმისთვის, რომ თავისი ოჯახები არჩინონ. ამ ადამიანებსაც ექნებათ საშუალება, რომ ლეგალურად დასაქმდნენ. ის თანხა, რასაც გერმანიაში იშოვიან, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება. შესაძლოა ამ ადამიანების ნაწილმა ამ თანხებით საკუთარი ბიზნესი შექმნან და დაასაქმონ სხვაც. ამდენად, მხოლოდ მივესალმებით ლეგალური დასაქმების შესაძლებლობას“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

Share