Home » საზოგადოება » მაია მიმინოშვილი, თამარ სანიკიძე, ლია გიგაური და თემურ მურღულია თანამდებობიდან გათავისუფლდნენ
მაია მიმინოშვილი, თამარ სანიკიძე, ლია გიგაური და თემურ მურღულია თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

მაია მიმინოშვილი, თამარ სანიკიძე, ლია გიგაური და თემურ მურღულია თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი და კიდევ რამდენიმე პირი საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება და თანამდებობას ტოვებენ მინისტრის მოადგილეები თემურ მურღულია, ლია გიგაური, ასევე თამარ სანიკიძე, გიორგი მაჩაბელი, მანანა მიქაბერიძე, მაია მიმინოშვილი”, – განაცხადა მინისტრმა.

Share