Home » საზოგადოება » მაია ბითაძე – ბიუჯეტში გადასახადები აღარ შედის, მოვიდა დრო სწრაფად გაიხსნას ეკონომიკა

მაია ბითაძე – ბიუჯეტში გადასახადები აღარ შედის, მოვიდა დრო სწრაფად გაიხსნას ეკონომიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არავის სურს ხელისუფლებაზე მეტად ეკონომიკის გახსნა, რადგან ბიუჯეტში ფაქტობრივად აღარ შედის გადასახადები.

,,მე ღრმად მწამს, რომ იქნება გადადგმული ნაბიჯები უწყებათაშორისი საბჭოს მხრიდან, რათა დაჩქარდეს ეკონომიკის გახსნის პროცესი. მერწმუნეთ, არავის ხელისუფლებაზე მეტად არ სურს ეს. ეკონომიკური მდგომარეობა და შეზღუდვები ყველაზე დიდ დარტყმას სწორედ ჩვენთვის წარმოადგენს.

მგონია, მოვიდა დრო, უფრო სწრაფად გაიხსნას ეკონომიკა. პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის სურვილი რომ არ არის, ქვეყანა ჩაკეტილი იყოს. უმძიმესი სიტუაციაა, ბიუჯეტში გადასახადები აღარ შედის. თბილისის მაგალითზე რომ გითხრათ, ტრანსპორტი, რომელიც 75%-ით სუბსიდირდებოდა, ერთი თეთრი არ შესულა ბიუჯეტში.

უმძიმესი ეკონომიკური დარტყმა მიიღო სახელმწიფომ, მაგრამ ვიტყვი იმასაც, რომ წელში გამართული რომ არ შეხვედროდა ჩვენი სახელმწიფო ამას, ვერ გადავიტანდით. მაქვს მოსახლეობის კეთილგონიერების იმედი, რის შედეგადაც ინფიცირებულთა რიცხვი იკლებს და ეკონომიკის გახსნაც უფრო დაჩქარდება“, – განაცხადა მაია ბითაძემ ,,360 გრადუსში“.

Share