Home » ბიზნესი » მაგთიკომის „ბესპრედელი“ შეჩერებულია – კომპანიამ ხალხის ძარცვა გადაიფიქრა
მაგთიკომის „ბესპრედელი“ შეჩერებულია - კომპანიამ ხალხის ძარცვა გადაიფიქრა

მაგთიკომის „ბესპრედელი“ შეჩერებულია – კომპანიამ ხალხის ძარცვა გადაიფიქრა

„მაგთიკომმა“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა გაითვალისწინა და ტარიფების გაზრდა დროებით შეაჩერა, – ამის შესახებ ნათქვამია კომპანია „მაგთის“ მიერ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გადაწყვეტილება, რომელმაც საზოგადოების ერთსულოვანი აღშფოთება გამოიწვია აშკარად დაუსაბუთებელი იყო და მარეგულირებელმა შევარდნაძის სიძის თავნებობა ამ ეტაპზე აღკვეთა.

განცხადებას თან ახლავს შპს „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ანდრია ზოდელავასადმი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურის მიერ მიწერილი წერილი, რომელშიც საუბარია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიწყო სუბსიდირების საკითხის შესწავლა.

„შესაბამისად, გთხოვთ, რომ საკითხის საბოლოო შესწავლამდე (2018 წლის პირველ მარტამდე) შეაჩეროთ მობილური სატელეკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება“, – ნათქვამია კახა ბექაურის მიერ კომპანიის დირექტორის მოადგილისადმი მიწერილ წერილში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „მაგთიკომმა“ გაითვალისწინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა და დროებით შეაჩერა ტარიფების ცვლილების ამოქმედება.

Share