Home » ბიზნესი » „მაგთიკომი“ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„მაგთიკომი“ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„მაგთიკომი“ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მაგთიკომი, ისევე როგორც ელექტრონული კომუნიკაციის სხვა კომპანიები, მხოლოდ ბოლო ეტაპზე ჩაერთო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული კანონპროექტის შინაარსის დაზუსტება/ჩამოყალიბების საკონსულტაციო პროცესში, თუმცა კანონის ავტორების მიერ მაგთიკომის შეთავაზებული არცერთი არსებითი შენიშვნა არ იქნა გაზიარებული.

მაგთიკომი მუდმივად ახდენს მნიშვნელოვან ინვესტირებას იმისათვის, რომ უპასუხოს თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტელეკომუნიკაციის დარგისათვის. ამასთანავე, კომპანია კეთილსინდისიერად იხდის მასზე დაკისრებულ ყველა სახის გადასახადს და ლიცენზიების საფასურს, რაც მთლიანობაში ასეულობით მილიონ ლარს შეადგენს.

მაგთიკომი კიდევ ერთხელ გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას და სრულიად მიუღებლად მიაჩნია კანონპროექტებით გათვალისწინებული ფარული მოსმენების სისტემების ფუნქციონირებისათვის რაიმე სახის, მათ შორის, არაპროგნოზირებადი და ფარული ხარჯების დაკისრება ელექტრონული კომუნიკაციის მომსახურების ოპერატორებისათვის.

Share