Home » ახალი ამბები » “მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და მეწარმეობის ხელშეწყობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია”
"მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და მეწარმეობის ხელშეწყობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია"

“მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და მეწარმეობის ხელშეწყობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია”

“მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და მეწარმეობის ხელშეწყობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კონფერნციის – “საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“ გახსნისას განაცხადა.
პრემიერი რამდენიმე სიტყვით მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიციპებსაც შეეხო.
„მინდა, რამდენიმე სიტყვით შევეხო მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპებს. ეს გახლავთ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული, სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რაც გადაჭრის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის დაძლევას. მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კერძო სექტორის თავისუფლებას და  ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებასთან ერთად, სახელმწიფო რეგულაციების ოპტიმალური მოდელი საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები”
– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
[wpolling id=”11″ width=”” height=””]
Share