Home » ახალი ამბები » მაგდა ანიკაშვილი ტელეკომპანია იმედზე ბრუნდება

მაგდა ანიკაშვილი ტელეკომპანია იმედზე ბრუნდება

13 წლის შემდეგ მაგდა ანიკაშვილი ტელეკომპანია იმედზე ბრუნდება. ბოლოს ის პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი იყო.

როგორც ანიკაშვილმა On.ge-ს დაუდასტურა, ის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას წაიყვანს.

“ჯერჯერობით ფორმატთან დაკავშირებით დეტალებს ვერ გეუბნებით, რადგან ახლა მიმდინარეობს საბოლოო ჩამოყალიბება”, — აღნიშნა მან.

მაგდა ანიკაშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა მეცხრე არხსა და რუსთავი 2-ზე. 2006-2008 წლებში ტელეკომპანია იმედზე მას მიჰყავდა გადაცემები ქრონიკა და ღია ეთერი. არხი მან 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ დატოვა, რის შემდეგაც პარტია გიორგი თარგამაძე — ქრისტიან-დემოკრატებში გაერთიანდა. მაგდა ანიკაშვილი 2008 წელს პარლამენტის მე-7 მოწვევის დეპუტატი იყო.

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ანიკაშვილი ჟურნალისტიკას დაუბრუნდა, რის შემდეგაც საჯარო სექტორში გადაინაცვლა.

Share