Home » ფინანსები » „M2“-ის სასტუმრო მერიამ პროექტის დარღვევისთვის 15 000 ლარით დააჯარიმა

„M2“-ის სასტუმრო მერიამ პროექტის დარღვევისთვის 15 000 ლარით დააჯარიმა

მელიქიშვილის გამზირზე სასტუმროს „RAMADA BY WYNDHAM TBILISI“ -ის გახსნის თარიღმა შეიძლება გადაიწიოს. მიზეზი არის ის, რომ კახა კალაძის მთავრობამ „M2“ მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული პროექტის შეთანხმებაზე 2020-21 წლებში უარი სამჯერ უთხრა. უმსხვილესი დეველოპერული კომპანიამ განაცხადი მეოთხედ არქიტექტურის სამსახურში 12 აპრილს შეიტანა.

ჯერჯერობით უცნობია დედაქალაქის მთავრობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან პროექტი განხილვის სტადიაშია.

 

თუმცა მანამდე, 2020 წლის 10 დეკემბერს მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე „მ2 მელიქიშვილზე“ 15 000 ლარით დააჯარიმა. ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ უძრავი ქონების ბზარის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ პროექტი შემდეგი დარღვევებით განახორციელა:

„შპს მ2 მელიქიშვილზე-ს მიერ განხორციელდა მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით შეთანხმებული პროექტის დარღვევით: შეცვლილია ტერიტორიის კეთილმოწყობა. ლიფტის კარებს მონაცვლებული აქვს ადგილი. ტერიტორიაზე შეცვლილია კიბის ფორმა. ნაწილობრივ შეცვლილია ვიტრაჟების ნახატი.შენობის წინ შეცვლილია კიბის ფორმა და გაზრდილია პანდუსის დახრა. -2 სართულის გეგმის ნახაზი არ არის პროექტში. -1 სართულზე შეცვლილია გარე კედლების კონფიგურაცია. შეცვლილია სადარბაზოს კიბის კუდელების ფორმა. გაზრდილია ტექნიკური სივრცის გაბარიტები. ნაწილობრივ შეცვლილია ფასადის მოპირკეთება“ , – წერია ოფიციალურ დოკუმენტში.

 

 

სწორედ ამ ცვლილებების შეთანხმებას ცდილობს ახლა „მ2 მელიქიშვილზე“. არქიტექტურის სამსახურის ვებ -გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ირკვევა, რომ საკითხი პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვაზე, განხილული იყო საბჭოზე და კომისიისგან დადებითი შეფასება მიიღო. თუმცა კომპანიის წარმომადგენლები განმარტებით ბარათში წერენ, რომ ხარვეზით დადგენილი სხვა დოკუმენტაციის დროულად ატვირთვა ვერ მოხერხდა რის გამოც განაცხადი განუხილველი დარჩა.

იმ შემთხვევაში, თუ კორექტირებული პროექტი შეთანხმდება, „მ2 მელიქიშვილზე“ „RAMADA BY WYNDHAM TBILISI“  ტერიტორიის კეთილმოწყობას და ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარების წინა სამუშაოებს 2021 წლის ივნისში დაასრულებს.

commersant.ge

Share