Home » მსოფლიო » ლუქსემბურგში სახლში კანაფის მოყვანა და გამოყენება ლეგალური გახდება

ლუქსემბურგში სახლში კანაფის მოყვანა და გამოყენება ლეგალური გახდება

ლუქსემბურგის მთავრობამ კანონში კანაფის შესახებ ცვლილებებზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი სახლში მოყვანა და გამოყენება ლეგალური გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ერთ ოჯახში მოზრდილ ადამიანებს პირადი მოხმარებისთვის ოთხამდე ძირი კანაფის მცენარის მოყვანის უფლება ექნებათ, გარდა ამისა დაშვებული იქნება კანაფის თესლის მაღაზიებში რეალიზაცია, მათ საზღვარგარეთიდან ან ონლაინ შემოტანასთან ერთად. შესაძლებელი იქნება ასევე კანაფის თესლის შიდა წარმოება კომერციული მიზნებისთვის.

მოხმარება და კულტივაცია დასაშვები იქნება მხოლოდ სახლში, თუმცა სამ გრამამდე კანაფის ტრანსპორტირება ან მოხმარება აღარ განიხილება სისხლის სამართლის დანაშაულად, არამედ კლასიფიცირდება როგორც სამართალდარღვევა.

Share