Home » მსოფლიო » “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთში ბენზინის ღირებულება დამოკიდებულია რუბლის გაცვლით კურსზე

“ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთში ბენზინის ღირებულება დამოკიდებულია რუბლის გაცვლით კურსზე

“რუსეთში ბენზინის ღირებულება დამოკიდებულია რუბლის გაცვლით კურსზე და, შესაბამისად, შეიძლება შემცირდეს მხოლოდ ეროვნული ვალუტის გამყარების შემთხვევაში”, – ამის შესახებ ” ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტმა, ლეონიდ ფედუნმა განაცხადა.

”თუ, შედარებისთვის რომ ვთქვათ, ევრო 20 ან 30 რუბლი ეღირება, თუნდაც ის ღირდეს 50, მაშინ ბენზინი 20 რუბლი ეღირება”, – თქვა მან.

ამავე დროს, ფედუნმა აღნიშნა, რომ რუსეთში გაცვლითი კურსი “მხოლოდ ფასების მომატების კუთხით მუშაობს”.

”ჩვენთან ისწავლეს განაკვეთზე [მონეტალური] მუშაობა, ასე ვთქვათ, საბაზისო განაკვეთზე. თუმცა, ვერ ვითვალისწინებთ, რომ განაკვეთის ზრდა ტვირთად აწვება ყველა იმ ადამიანს, ვისაც იპოთეკური სესხი აქვს აღებული, ისინი იძულებულნი არიან უფრო მეტი გადაიხადონ და ეს გადასახადი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ყველა სოციალური შეღავათი. ამაზე ჯერ არავინ ფიქრობს.

ჯერჯერობით, ცენტლაური ბანკის დომინანტური მახასიათებელი არის ზრუნვა მის ქვეშ მყოფი ბანკების ლიკვიდურობის შესახებ, პირველ რიგში სახელმწიფო საკუთრებაში ”, – დასძინა ფედუნმა.

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან რუსეთში ბენზინი 4,7%-ით გაძვირდა.

სანდრო პირველი

finanz.ru

Share