Home » მსოფლიო » ლუკაშენკო ბელარუსიის სხვა ქვეყანასთან გაერთიანებას არ გამორიცხავს
ლუკაშენკო ბელარუსიის სხვა ქვეყანასთან გაერთიანებას არ გამორიცხავს

ლუკაშენკო ბელარუსიის სხვა ქვეყანასთან გაერთიანებას არ გამორიცხავს

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით მარცხის განცდის შემთხვევაში ბელარუსიის სხვა ქვეყანასთან გაერთიანებას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ მან შკლოვის რაიონში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, აუცილებელია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ყველა ამოცანის შესრულება და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

“წარუმატებლობის მიზეზი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს – სიკვდილი. ჩვენ ფრონტზე ვართ, ვერ გავუძლებთ, დავმარცხდებით. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძება რომელიმე ქვეყანის შემადგენლობაში შევიდეთ”, – აცხადებს ლუკაშენკო.

ბაჩო ჯინჭარაძე

წყარო

Share