Home » ახალი ამბები » ,,ლუგელას ხეობაში“ 30 000 ცალი ველური ბუნების ნაკადულის კალმახის ლიფსიტი გაუშვეს

,,ლუგელას ხეობაში“ 30 000 ცალი ველური ბუნების ნაკადულის კალმახის ლიფსიტი გაუშვეს

მუხურში, ,,ლუგელას ხეობაში“ მდინარის გათევზიანების მიზნით, ხობისწყლის შენაკადებზე გაშვებული იქნა  30 000 ცალი ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს საშენი მეურნეობის ნაკადულის კალმახის ლიფსიტი.

პროექტი  ჰესი ,,ხობი 2-ის“   მშენებელმა  კომპანია –  ,,ჯგუფ  ენერგიამ“  დააფინანსა.

ლიფსიტების გაშვების პროცესს ესწრებოდნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხდველობის დეპარტამენტისა და ბიომრავალფეროვნების სამმართვალოს წარმომადგენლები, ადგილობრივები და დაინტერესებული პირები.

პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში მდინარის გათევზიანება   ლუგელასა და ხურუს ხეობაში იგეგმება.

Share