Home » მსოფლიო » ლუდის მსოფლიო ბიზნესში უმსხვილესი გარიგება მზადდება
ლუდის მსოფლიო ბიზნესში უმსხვილესი გარიგება მზადდება

ლუდის მსოფლიო ბიზნესში უმსხვილესი გარიგება მზადდება

მსოფლიოში უმსხვილესი ლუდსახარში კომპანია AB InBev–ი კონკურენტის SABMiller–ის შეძენას აპირებს.

Financial Times-ის ინფორმაციით, შესაბამისი წინადადებით AB InBev–ი თავის კონკურენტს უახლოეს პერიოდში მიმართავს,

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, AB InBev–ი “მეგობრულ შთანთქმას“ გეგმავს. თუკი გარიგება შედგება, ის გახდება ყველაზე მსხვილი გარიგება ლუდის ბიზნესში, რადგან გამოიწვევს 245 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციის მქონე კომპანიის შექმნას.

SABMiller-ში დაადასტურეს AB InBev–ის გეგმები, თუმცა აღნიშნეს, რომ არანაირი კონკრეტული წინადადება არ მიუღიათ.

ამასთან განაცხადეს,რომ SABMiller–ის დირექტორთა საბჭო თანახმაა განიხილოს ნებისმიერი წინადადება.

AB InBev-ში ასევე დაადასტურეს,რომ SABMiller–ს გაერთიანება შესთავაზეს, თუმცა დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვეს.

ამ შესაძლო გარიგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ SABMiller–ის აქციების ღირებულება 23%–ით გაიზარდა. შესაბამისად, კომპანიის კაპიტალიზაციამ 17 მილიარდ დოლარს მიაღწია. AB InBev–ის აქციები კი 12 პროცენტით გაძვირდა.

აღნიშნული გეგმა AB InBev–ს მისცემდა  წვდომას აფრიკისა და აზიის ბაზრებზე, რაც შეამცირებდა მის დამოკიდებულებას ოპერაციებზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

კომპანია AB InBev შეიქმნა 2008 წელს ბელგიური InBev–ისა და ამერიკული Anheuser-Busch–ის შერწყმის შედეგად. კომპანიას ეკუთვნის შემდეგი მარკები: BUD, „კლინსკოე,“ Stella Artois, Lowenbrau, Brahma, Staropramen, Hoegaarden და სხვები.

SABMiller-ი მსოფლიოში ლუდის ნომერ მეორე მწარმოებელია და ცნობილია ისეთი მარკის ლუდებით, როგორებიცაა Velkopopovicky Kozel, „ზოლოტაია ბოჩკა,“ Pilsner Urquell, Grolsch და სხვები.

Share