Home » ახალი ამბები » ლოჯისტიკსერვისი ტვირთების გადაზიდვების მართვის ელექტრონულ პლატფორმის                ოპერირებას იწყებს

ლოჯისტიკსერვისი ტვირთების გადაზიდვების მართვის ელექტრონულ პლატფორმის                ოპერირებას იწყებს

10 ივნისს სასტუმრო თბილისი მერიოტში კომპანია „მარბი ლოჯიკი“ ტვირთების გადაზიდვების მართვის ვებ პორტალს – www.marbi.ge ოფიციალურად წარადგენს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს  100-ზე მეტი კომპანიის ხელმძღვანელი ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და წარმოების სექტორებიდან,  ასევე მაღალი რანგის წარმომადგენლები სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

www.marbi.ge წარმოადგენს ინოვაციურ ვებ პორტალს, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს სატრანსპორტო გადაზიდვების მართვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.  იგი საშუალებას აძლევს ტვირთმფლობელებს მიიღონ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მართებული გადაწყვეტილებები, დაზოგონ დრო, გადაზიდვბის ხარჯები და გააუმჯობესონ მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობა.

www.marbi.ge-ს დახმარებით მომხმარებელს საშუალება ეძლევა მაღალი რეპუტაციის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებისგან უმოკლეს დროში მიიღოს ტვირთების გადაზიდვის კონკურენტული შემოთავაზებები, დააზღვიოს ტვირთი და შეიძინოს დამატებითი ლოგისტიკური მომსახურება. ლოჯისტიკსერვისის ოპერატორებს შეუძლიათ დაეხმარონ მომხმარებლებს არამხოლოდ ოპტიმალური გადამზიდავის შერჩევაში, არამედ დაუგეგმონ მათ გადაზიდვის მთლიანი მარშრუტი და მართონ კარიდან-კარამდე გადაზიდვების პროცესი. www.marbi.ge მომხმარებელს საშუალებას აძლევს აკონტროლოს ტვირთის ადგილმდებარეობა, პერიოდულად მიიღოს ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული ანალიტიკა და ანგარიშები, რომელიც საშუალებას მისცემს მათ მოახდინონ მიწოდების ჯაჭვის პროცესის მონიტორინგი,მოახდინონ ოპტიმიზაცია და გააუმჯობესონ კომპანიის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროცესების ეფექტურობა.

www.marbi.ge-ს გამოჩენა ქართულ სატრანსპორტო გადაზიდვების ბაზარზე აქტიურად შეუწყობს ხელს დარგში კონკურენციის ზრდასა და გადაზიდვების ხარისხის გუმჯობესებას, რაც დადებითად იმოქმედებს საქართველოს, როგორც კავკასიის რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებაზე და სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე.

კომპანია ლოჯისტიკსერვისი დაარსდა 2015 წელს  ჯგუფის მიერ, რომელსაც მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს ტვირთების გადაზიდვების მართვის ელეტქრონული პლატფორმების განვითარებასა და მართვაში. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სპეციალისტებით, რომლებიც სიღრმისეულად იცნობენ გადაზიდვებსა და მასთან დაკავშირებულ პროცესებს და შესწევთ უნარი ეფექტურად მართონ გადაზიდვების პროცესი კარიდან-კარამდე.

Share