Home » ბიზნესი » ლილო მოლის ონლაინ სავაჭრო პორტალი ფუნციონირებას თებერვლიდან დაიწყებს
ლილო მოლის ონლაინ სავაჭრო პორტალი ფუნციონირებას თებერვლიდან დაიწყებს

ლილო მოლის ონლაინ სავაჭრო პორტალი ფუნციონირებას თებერვლიდან დაიწყებს

ლილო მოლის ონლაინ სავაჭრო პორტალი LiloShop.ge  თებერვლიდან ამოქმედდება

პორტალის მმართველი კომპანიის დირექტორის,  გიორგი მხეიძის განცხადებით, უკვე დასრულებულია ვებ-გვერდის დამზადება, ახლა კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოვაჭრეებთან რათა მათი პროდუქცია ვებ-გვერდზე აიტვირთოს.

კერძოდ, მხეიძის თქმით ვებ-გვერდზე განთავსდება ლილო მოლის სავაჭრო ობიექტების პროდუქცია და გაიყიდება ონლაინ, იგივე ფასად, სახლიდან გაუსვლელად. რაც შეეხება მიტანის სერვისს, კომპანიას შეთანხმება უკვე აქვს საქართველოს ფოსტასთან, DHL- სა  და სხვა კომპანიებთან.

„თავდაპირველი ჩანაფიქრი იყო მრავალფუნქციური ვებ-გვერდის დამზადება, როგორიცაა Amazon და ebay, ახლა ვებ-გვერდის პრინციპი Amazon-ისას ჰგავს და სხვა კონკურენტ ყიდვა-გაყიდვის ვებ-გვერდებთან შედარებით ფასების უპირატესობით გამოირჩევა”, – აცხადებს მხეიძე.

gbc.ge

Share