Home » ბიზნესი » “ლილო მოლის” დირექტორი – დამწვარი მაღაზიები დაზღვეულია და მოვაჭრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ

“ლილო მოლის” დირექტორი – დამწვარი მაღაზიები დაზღვეულია და მოვაჭრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ

“ლილო მოლის” დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, დამწვარი მაღაზიები დაზღვეულია და მოვაჭრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, გიორგი კვარაცხელია, ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ცეცხლის გაჩენა, შესაძლოა, დენის სადენებს უკავშირდებოდეს.

“ხელშეკრულების შესაბამისად ანაზღაურდება. მინიმალურზე ყველა დაზღვეულია, რაც სახელმწიფოს მხრიდან არის. რაც შეეხება დანარჩენს, ყველა თვითონ საზღვრავს და იმის მიხედვით.

გუშინ ყველა მოსული იყო. ასუფთავებდნენ. ალბათ, დარჩა რამე ჩართული. გუშინ პირველად ჩავრთეთ დენი მთელ ბაზრობაზე, გაიტესტა, საღამოს გამოვრთეთ და დილით ისე ჩავრთეთ”,- განაცხადა კვარაცხელიამ.

ცნობისთვის, ლილოს ბაზრობაზე ხანძარი დაახლოებით დილის 9 საათზე გაჩნდა. დაიწვა 60 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

Share