Home » საზოგადოება » ლიეტუა თავის მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს
ლიეტუა თავის მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს

ლიეტუა თავის მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს

საქართველოში ლიეტუვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი ლიეტუველებს საქართველოში დასასვენებლად იწვევს და ამგვარად ქვეყნის ტურიზმის მხარდაჭერას სთავაზობს. ამის შესახებ დიპლომატი „ტვიტერში“ წერს და საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.

„მოგიწოდებთ ყველას საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერას. მიმდინარე წელს ამ ქვეყანაში გამგზავრებით, თქვენი პირადი თავგადასავლებისთვის შესანიშნავი გარემო გელოდებათ”, წერს ლიეტუვის ელჩი.

ლიეტუა ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა იმათგან, ვინც შეუერთდა მოწოდების კამპანიას საქართველოში დასვენების თაობაზე.

საქართველოს ელჩი ლიეტუაში წერის, რომ ის ამაყობს ლიეტუელების ასეთი საქციელით.

Share