Home » ეკონომიკა » ლიდერები აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით
ლიდერები აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით

ლიდერები აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით

ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებით, აჭარის ნომერ პირველი ინვესტორი „აჭარისწყალი ჯორჯიაა“.

სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ აჭარაში მოქმედი კომპანიებიდან, 2013-2015 წლებში განხორციელდა მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ განახორციელა.

აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • შპს აჭარისწყალი ჯორჯია
  • შპს მედეა ოფერეითინგ კომპანი
  • შპს ბათუმი თაუერი
  • შპს დექონ შპს მერსინ ტურიზმი
  • შპს ქერვან ტურიზმი
  • სს აჭარის კურორტები
  • შპს დრიმლენდ ოაზისი
  • შპს კორომხეთი ჯორჯია
  • შპს აჭარა ტექსტილე

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2009 წელს რეგიონში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 99,386 მლნ დოლარი, 2010 წელს – 56,573 მლნ დოლარი შეადგინა. 2011 წელს ეს მაჩვენებელი 93,868 მლნ დოლარს მიაღწია, 2012 წელს ეს მაჩვენებელი 39,105 მლნ დოლარამდე დაეცა.

ასევე ოფიციალური სტატისტიკით, 2013 წელს აჭარაში 61,544 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 159,275 მლნ დოლარს აღწევდა.

2015 წლის დაუზუსტებელი მონაცემებით, აჭარაში 121,324 დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2009 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, აჭარაში სულ 631,076 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

წყარო: Bpi.ge

Share