Home » ბიზნესი » ლიბერთი ბანკის მენეჯმენტში ცვლილებები იგეგმება
ლიბერთი ბანკის მენეჯმენტში ცვლილებები იგეგმება

ლიბერთი ბანკის მენეჯმენტში ცვლილებები იგეგმება

გიორგი არველაძე “ლიბერთი ბანკის”  გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს. პირველი ოქტომბრიდან მას აღნიშნულ პოზიციაზე ალექსი ხოროშვილი შეცვლის, რომელიც ამჟამად ბანკის აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეა.

ალექსი ხოროშვილი ლადო გურგენიძის გუნდის სხვა წევრებთან ერთად 6 წლის წინ მივიდა ბანკში და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აუდიტის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

ამ დროისთვის ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი გიორგი არველაძეა, რომელიც ბანკს სათავეში 2 წელიწადზე მეტია უდგას.

ლიბერთი ბანკში გიორგი არველაძის მიერ ბანკის დატოვება დაასახელეს იმ მიზეზით, რომ მას „სხვა გეგმები აქვს“. კონკრეტულად სად გააგრძელებს არველაძე მუშაობას, უცნობია,

ლადო გურგენიძე კი ამ დროისთვის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელ თავმჯდომარედ რჩება.

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია ლიბერთი ბანკის გაყიდვის გეგმებთან დაკავშირებით. ითქვა, რომ ბანკის შეძენას პატარკაციშვილის ოჯახი გეგმავდა.

იმის შესახებ, რომ „ლიბერთი ბანკს“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ყიდულობს, მაისის ბოლოს გახდა ცნობილი.  იმ ეტაპზე მიმდინარეობდა აქტივების შესწავლის პროცესი პატარკაციშვილის ოჯახის მხრიდან, რომელსაც ამ გარიგებაში ორი პიროვნება – გიორგი კალანდარიშვილი და ირაკლი რუხაძე წარმოადგენენ.

თუმცა, ბოლო ინფორმაციით, პატარკაციშვილების ოჯახის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა შეფერხდა.

ივლისში ლადო გურგენიძემ დაადასტურა,  რომ  ლიბერთის სამეთვალყურეო საბჭოდან მიდის.

 

[wpolling id=”5″ width=”” height=””]
Share