Home » საზოგადოება » “ლიბერთი ბანკთან” დაკავშირებული თემა, არის პოლიტიკური და ნაკლებად ეხმიანება პენსიონერთა რეალურ საჭიროებებს”

“ლიბერთი ბანკთან” დაკავშირებული თემა, არის პოლიტიკური და ნაკლებად ეხმიანება პენსიონერთა რეალურ საჭიროებებს”

“ლიბერთი ბანკთან” დაკავშირებული თემა, არის პოლიტიკური და ნაკლებად ეხმიანება პენსიონერთა რეალურ საჭიროებებს”,- ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი, გიორგი ცუცქირიძე აცხადებს.

“პოპულიზმი, რომ ქართულ პოლიტიკაში ფრიად ფართოდ არის გავრცელებული არ ახალი ამბავია. პოპულიზმი ზოგადად პოლიტიკაში სხვაგანაც გამოიყენება, ეს თითქმის თანაბრად ახასიათებს როგორც ტრადიციულად მემეარცხენე ორიენტაციის პარტიებს, ისე მემარჯვენეებსაც. გასაკვირიც არ არის, როდესაც განსაკუთრებით პოპულიზმით გატაცება წინასაარჩევნო პერიოდებში ხდება. ამიტომაც მიიჩნევა, რომ პარტიების დაპირებების სწორედ ის ნაწილი არ სრულდება რომელიც არარეალისტურ, თუმცა მომხიბვლელ დაპირებებს შეიცავდა. ეს არის რეალურთან შედარებით ზე მაღალი სამუშაო ადგილების შექმნა, ხელფასების ზრდა თუ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.

ქართულ სინამდვილეში ეს გასულ წლებშიც უხვად ვიხილეთ, რად ღირს თუნდაც მოქალაქეთა კავშირის ცნობილი დათქმა მილიონ სამუშაო ადგილზე!

საბანკო თემით გატაცება ამ პოპულისტური დაპირებათა პაკეტში უნდა გავიყვანოთ. გასულ წლებშიც არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან ყოფილა მცდელობა საბანკო სექტორი ყველა უბედურებათა საწყისად წარმოეჩინა.

ბუნებრივია, განსაკუთრებით განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში რომლებშიც ჩვენ გავდივართ, ეკონომიკის ნაკლებად სექტორალური განვითარება, შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთების მკვებავი წყაროა. თუმცა, ამ თემის განხილვისას, რატომღაც ავიწყდებათ თვითღირებულების საკითხი, როდესაც იგივე ევროპაში სამომხმარებლო სესხები 5-7 პროცენტის ფარგლებშია, დეპოზიტების განაკვეთიც, რაც დაკრედიტების წამყვანი რესურსირების წყაროა და  1-3 პროცენტის ფარგლებშია. საკრედიტო პროცენტის დანარჩენ ნაწილს განსაკუთრებით არასაპროცენტო ხარჯები, ხელფასების თუ ბანკის განვითარებაზე გაწეული, შეადგენს, რასაც ემატება რისკის პრემია.

როდესაც საქართველოში შედარებით მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე ხდება ხოლმე აქცენტირება, ამ საკითხს იშვიათად თუ ეხებიან და ისიც დარგის სპეციალისტები. აპარატის თუ ოფისების ხარჯებს თავიც რომ დავანებოთ, ლარში 12 პროცენტიანი ვადიანი ანაბრების პირობებში, როგორ წარმოგიდგენიათ სესხის საპროცენტო განაკვეთი ბანკი სულაც ნულოვან მოგებაზე რომ მუშაობდეს? გასაგებია, რომ ბანკები რესურსებს არა მხოლოდ ლარში, არამედ საერთაშორისო ბაზრებიდან ლიბორ-ის გაცილებით დაბალ პროცენტადაც სესხულობენ, მაგრამ საშუალო შეწონილი განაკვეთი მაინც მაღალია.

ეს ზოგადი შესავალისათვის. როგორც ჩანს, პარტია მოქალაქეების მთავარი წინასაარჩევნო და ამასთან ელექტორალურად მომგებიანი თემა, სწორედ საბანკო საპროცენტო განაკვეთები გამხდარა. მიზნობრივი აუდიტორიაც შერჩეულია ფინანსურად ყველაზე მოწყვლადი ფენა პენსიონერების სახით.

რაც ყველაზე საინტერესოა, თურმე პარტია „მოქალაქეები“ მუშაობენ  ახალი ტენდერის პირობებზე,  რომ ვციტირებ-“ის გამაოგნებებლი და გაუგონარი 36% არ იყოს პენსიონერებისთვის გასაცემი სესხის ოდენობა და იყოს გაცილებით ადამიანური”.

ისე, ტერმინოლოგიურად “ადამიანური საპროცენტო განაკვეთი” ახალი მიგნება გახლავთ, რადგან მსგავსი ინოვაცია  სიახლე არა თუ ქართული, არამედ ზოგადად საბანკო საქმეში. საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს საბაზრო, საბაზროზე მაღალი ან დაბალიც, რაც სულაც არ არის დამოკიდებული ვინმეს კეთილ ნებაზე.

აბსოლუტურად პოპულისტურია მსჯელობა საბანკო კრედიტის ხელოვნურად დაწევაზე, მით უმეტეს თუ ეს სესხი არის არაუზრუნველყოფილი და განკუთვნილია პენსიონერებზე ანუ ასაკობრივი ზღვარითაც და შემოსავლებითაც ყველზე მაღალ რისკიან ჯგუფზე.

მიმაჩნია, რომ  მსჯელობა  თუ რამდენად მისაღებია ის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც „ლიბერთი ბანკი“ სთავაზობს სესხებზე პენსიონერებს, ხშირად აშკარად სცილდება ლოგიკურ დასკვნებსაც.

საპენსიო სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთები, რომლებიც ძირითადად გაიცემა 1000-1500 ლარამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნომინალური და არა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, უგირავნო სესხებზე ქართულ კომერციულ ბანკებში საშუალოდ 26.8%-ს შეადგენს.

ამასთან,  ქართულ საბანკო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები 60-65  წელს გადაცილებული ადამიანებისთვის დამატებითი წინაპირობებით გაიცემა.

სესხის ამღები უნდა იყოს თვითდასაქმებული, ან ერიცხებოდეს თანხები მათთან და არა ლიბერთი ბანკში, ხოლო  უგირავნო სესხის მისაღებად მაქსიმალური ასაკი   72 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

თვით  წამყვან, მსხვილ კომერციული ბანკებშიც კი 1000 ლარამდე სესხის  წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 24-25 % ია, რასაც ემატება რა სიცოცხლის დაზღვევის წლიური საპროცენტო განაკვეთი და გაცემის საკომისიო, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი  ანუ რეალური  47 % -ის ფარგლებშია.

ასევე მაღალია, თვითდასაქმებული მომხმარებლის შემთხვევაში, 1000 ლარამდე სესხის პირობები, სადაც ნომინალური წლიური საპროცენტო განაკვეთი-  21.90%

ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 40-43 %-ის ფარგლებშია;

შედარებით დაბალია დასაქმებული (ხელფასის საფუძველზე) პირებისათვის მომხმარებლის შემთხვევაში, 1000 ლარამდე სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი   9 -11 %, თუმცა ეფექტური განაკვეთი აქაც 30-32 %-ის ფარგლებში მერყეობს.

შედარებით მცირე ზომის ბანკებში, ამ ტიპის სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო მაღალია და 47-49 % -ის ფარგლებშიც კი მერყეობს.

„ლიბერთი ბანკს“, რაც შეეხება ასაკობრივი შეზღუდვის მიუხედავად (60-დან 85-მდე)  მომხმარებლებს,  მხოლოდ საპენსიო შემოსავლების მიხედვით, ყოველგვარი დამატებითი შემოსავლების გარეშე საპენსიო უგირავნო სესხების   ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს  30,65%-ს და მოიცავს სესხის მომსახურების ყველა ხარჯს,  დამატებითი საკომისიოების გარეშე.

აქედანაც ჩანს, რომ ლიბერთი ბანკის მიერ შემოთავაზებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთები, ანუ ყველა ხარჯიანად, რასაც რეალურად იხდის პენსიონერი, ნაკლებია ვიდრე სხვა კომერციულ ბანკებშია და ყველა სახის მცირე უგირავნო სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთებში მერყეობს.

აქედან გამომდინარე, ლიბერთი ბანკთან დაკავშირებული თემა, არის წმინდა პოლიტიკური და ნაკლებად ეხმიანება თავად პენსიონერთა დიდი არმიის რეალურ საჭიროებებს. სხვა, მათ შორის ზემოთ ნახსენებ ტერმინოლოგიურ მიგნებებზე, თქვენს ყურადღებას აქ აღარ შევაჩერებ.

აქვე ავღნიშნავ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით შექმნილ საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიას, რომელიც იმუშავებს სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის, სოციალური პაკეტების, საარსებო თუ სხვა სახის შემწეობების დარიგების მიზნით, საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრაზე საერთო ამ ტიპის მიდგომებთან არა აქვს”, – აცხადებს ცუცქირიძე.

Share