Home » საზოგადოება » „ლიბერთი ბანკში“ ბიზნესმენი კრედიტს 10%-ში იღებს, პენსიონერს კი სესხს 36%-ში აძლევენ“

„ლიბერთი ბანკში“ ბიზნესმენი კრედიტს 10%-ში იღებს, პენსიონერს კი სესხს 36%-ში აძლევენ“

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „ლიბერთი ბანკის“ მიერ პენსიონერთათვის პენსიის გაცემის საკითხზე მოსმენის გამართვის ითხოვს.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან პენსიონერთა არნახულ ძარცვას აქვს ადგილი.

„პენსიონერთა პენსია და საბანკო პროცენტი მტკივნეული საკითხია. „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს ძარცვავს! ჩვენს თვალწინ გამაოგნებელი უსამართლობა ხდება, როცა თუკი „ლიბერთი ბანკში“ ბიზნესმენი მივა, მას შეუძლია კრედიტი 10%-ში აიღოს, ხოლო თუკი სესხს პენსიონერი გამოიტანს, მას 36%-ში აძლევენ და ამ დაუცველ ადამიანებს ატყავებენ.

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, პენსიონერთა 50%-ს რამდენიმე თვის და რამდენიმე წლის პენსია წინასწარ აქვს გამოტანილი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის, სოციალური სააგენტოსა და თავად ბანკის წარმომადგენლების დაბარების თაობაზე, გადაწყვეტილებას დღეს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი მიიღებს.

 

 

Share