Home » ბიზნესი » „ლიბერთი ბანკის“ გასხვისებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი დოკუმენტაციას სწავლობს
„ლიბერთი ბანკის“ გასხვისებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი დოკუმენტაციას სწავლობს

„ლიბერთი ბანკის“ გასხვისებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი დოკუმენტაციას სწავლობს

„ლიბერთი ბანკის“ გასხვისებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი დოკუმენტაციას სწავლობს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საჭიროა სპეციალური პროცედურების გავლა და საბოლოო გარიგება სწორედ ამ პროცედურების გავლის შემდეგ გაფორმდება.

„ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია ახალ მყიდველებზე. ეს არის ის ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ გარიგებას. არსებობს სპეციალური და განსაკუთრებული პროცედურები, როდესაც ხდება ბანკის მფლობელების შეცვლა. იმისთვის, რომ საბოლოოდ გარიგება დასრულდეს და მფლობელი შეიცვალოს, საჭიროა ამ პროცედურების გავლა. ეხლა დავიწყეთ იმ დოკუმენტაციის შესწვლა, რომელიც დაინტერესებული მყიდველის მხრიდან იყო ჩვენთან წარმოდგენილი. გარკვეული დრო გვჭირდება, რომ გავაანალიზოთ ეს დოკუმენტი და შევაგროვოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია ამ პროცედურების შესაბამისად. სწორედ დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე გაცნობებთ შედეგებს“,- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძის ინფორმაციით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ამ დრომდე ცვლილებები ოფიციალურად არ განხორციელებულა. მან არ დააკონკრეტა მყიდველის ვინაობა და განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია უკვე გასაჯაროვდა.

Share