Home » ბიზნესი » ლევან სილაგავა – დღესდღეობით ფასები ძირსაა წამოსული – 2-3-4 თვე პურის ფასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მშვიდად ვიქნებით

ლევან სილაგავა – დღესდღეობით ფასები ძირსაა წამოსული – 2-3-4 თვე პურის ფასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მშვიდად ვიქნებით

დღესდღეობით ფასები ძირსაა წამოსული, ამას ხელს უწყობს ლარის კურსის სტაბილურობა, რომელიც ბოლო პერიოდში შეიმჩნევა. 2-3-4 თვე პურის ფასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მშვიდად ვიქნებით, – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკულუბში განაცხადა.

როგორც სილაგავამ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში ხორბლის მოსავალი საკმაოდ ნორმალურია – 150 000 ტონას შეადგენს.

„დღეისთვის ხორბლის მოსავლის აღება რუსეთში, უკრაინაში, ევროკავშირის ქვეყნებში და საქართველოში ხდება. ტრადიციულად ამ პერიოდში ფასები იკლებს. დღესდღეობით ფასები ძირსაა წამოსული, ამას ხელს უწყობს ლარის კურსის სტაბილურობა, რომელიც ბოლო პერიოდში შეიმჩნევა.

ჩვენ კი შევამცირეთ ფასები, ამის საშუალება მოგვცა ხორბლის ფასის შემცირებამ და ფქვილის მიწოდებამ, შევამცირეთ 68 ლარიდან 60 ლარამდე, თუმცა ეს არაა ის ფასი, რასაც მეპურეები ამბობდნენ. ზამთარში ხორბლის ფასი იმატებს, რა ტენდენცია წავა და რამდენით მოიმატებს არ ვიცით… აუცილებლად დადგება პერიოდი, როდესაც ხორბლის ფასის გაზრდა მოხდება და სამწუხაროდ, ჩვენი რაოდენობა ხორბლის ცოტა გვაქვს დამოკიდებული ვართ მსოფლიო ბაზარზე, ლარის კურსზე.

დღეს ქვეყანაში ხორბლის მოსავალი საკმაოდ ნორმალურია – 150 000 ტონა. ეს არც დიდი მოსავალია და არც პატარა. ჩვენი პრიორიტეტია, რომ ის გაიზარდოს. ეს 2-3-4 თვე პურის ფასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ მშვიდად ვიქნებით“, – განაცხადა სილაგავამ.

Share