Home » ფინანსები » ლევან შანიძე თიბისის აქციების ლიკვიდობის გაზრდას ელის
ლევან შანიძე თიბისის აქციების ლიკვიდობის გაზრდას ელის

ლევან შანიძე თიბისის აქციების ლიკვიდობის გაზრდას ელის

„თიბისი კაპიტალის“ ტოპ მენეჯერი  აქციების ლიკვიდობის მოსალოდნელ  გაზრდაზე აცხადებს.

ლევან შანიძის მოლოდინი, ლონდონის საფონდო ბირჟის  პრემიუმ ლისტინგში გადანაცვლებაზე, კაპიტალის ბაზრის  სტანდარტული ქცევით არის გამყარებული, „ასე ფიქრობს კაპიტალის ბაზარი“.

მისი ანალიზით, ბაზრის ნაფიქრით, მაღალი მოლოდინები  ტრენდზე უკვე ასახულია, ბოლო 2 თვის განმავლობაში აღმავალი ტრენდი აღინიშნება. ინვესტორებმა  ბაზის  მოსალოდნელ გაფართოებაზე უკვე იციან.

ამასთან,  ლევან შანიძემ აღნიშნა, რომ  ტრენდის დინამიკის განჭვრეტა შეუძლებელია,  კაპიტალის ბაზარზე მთელი რიგი ფაქტორები მოქმედებს, მათ შორის აშშ-ის FED-ის  გადაწყვეტილებები, სწორედ განაკვეთების  გაზრდის დაანონსება აისახა კაპიტალის ბაზარზე შარშან. ამას დაერთო საქართველოს და მთლიანად რეგიონის ქვეყნების ადგილობრივი ვალუტების დასუსტება.

შეთავაზების ფასში ყველა ნეგატივი და პოზიტივი უკვე ასახულია და შემდგომ დინამიკას უკვე  ახალი ფაქტორები  განსაზღვრავს.

შანიძის თქმით, ასე იყო განთავსებისასაც, თავიდაბ ინვესტორებთან არაფორმალური საუბრები,  სხვადასახვა მოდელის განხილვა მიმდინარეობს, შემდეგ საინვესტიციო ბანკირები განსაზღვრავენ  სავარაუდო  ზღვრულ ფასებს, რაც შეთავაზებაში ასახულია (თიბისის აქციები 2014 წლის ივნისში  $13-ად განთავსდა).

შეგახსენებთ, თიბისი  LSE-ს პრემიუმ ლისტინგში აგვისტოში დაილისტება.

Silverhorn Investment Advisors-ის მმართველი დირექტორი ლევან შანიძე, „თიბისი კაპიტალს“ მარტიდან შეუერთდა,

ის  მსხვილ მაკროფონდს მართავდა ჰონგ-კონგში.  მუშაობდა წამყვან  კომპანიებში Nomura, Lehman Brothers, JP Morgan და Jardine Flemings-ი  (კერძო კაპიტალის დერივატივების ბიზნესის შექმნა, ინდოეთის კაპიტალის ბაზრებით ვაჭრობის ხელმძღვანელობა, კერძო კაპიტალით ვაჭრობა საერთაშორისო ბაზრებზე).

წყარო: GBC

Share