Home » საზოგადოება » ლევან კობერიძე „ლელოს“ ტოვებს

ლევან კობერიძე „ლელოს“ ტოვებს

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ლევან კობერიძე პარტიას ტოვებს, – ამის შესახებ „იმედინიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.

„ლელო“ მადლობას უხდის მას თანამშრომლობისთვის და წარმატებას უსურვებს“ – აცხადებენ პარტიაში.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა პარტიის დატოვების მიზეზი. როგორც „ლელოს“ პრესსსამსახური განმარტავს, რადგან ლევან კობერძემ გადაწყვეტილება თავად მიიღო, „უმჯობესი იქნება, თუ მიზეზების შესახებ პირველად თავად განაცხადებს“.

ლევან კობერიძე პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ 6 თვის წინ შეუერთდა. საპარლამენტო არჩცევნებში ის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

Share