Home » ბიზნესი » ლევან კალანდაძე: თამბაქოს რეალიზატორთათვის ლიცენზიების შემოღება არასწორი ნაბიჯი იქნება
ლევან კალანდაძე: თამბაქოს რეალიზატორთათვის ლიცენზიების შემოღება არასწორი ნაბიჯი იქნება

ლევან კალანდაძე: თამბაქოს რეალიზატორთათვის ლიცენზიების შემოღება არასწორი ნაბიჯი იქნება

პარლამენტის წევრის გუგული მაღრაძის ინიცირებით პარლამენტმა საგაზაფხულო სესიებზე თამბაქოს რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტს გარკვეული ხარვეზები რომ აქვს ამაზე მეტყველებს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის შენიშვნები. შენიშვნებიდან გამომდინარე კანონპროექტის განხილვა საშემოდგომოდ გადაიდო, თუმცა სპეციალისტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი მნიშვნელოვან მოდიფიცირებას საჭიროებს და ამ ფორმით მიღება შედეგს – შევამციროთ ქვეყანაში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა – ნამდვილად ვერ მოიტანს. უფრო მეტიც, არსებობს მოსაზრება, რომ ის გარკვეულ პრობლემებსაც – მცირე და საშუალო მეწარმეების შეზღუდვას შეუწყობს ხელს.

როგორი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს და მსგავსი ტიპის რეგულაციები რას მოუტანს ქვეყანას, ამ საკითხზე BPI ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძეს ესაუბრა. ის ამბობს, რომ რეგულაციების გამკაცრება თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობას ვერ შეამცირებს და ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანაში მნიშვნელოვანია  საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება. სწორედ ამით მიაღწიეს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებმა რეალურად შედეგს.

როგორ შეაფასებთ თამბაქოს რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებითკანონპროექტს, რომელიც განსახილველად პარლამენტში გუგული მაღრაძის ინიცირებით არისშესული?

– ის რომ რეკლამა და განსაკუთრებით რეკლამაზე წვდომა მოზარდი და ახალგაზრდა თაობისთვის უნდა იყოს მინიმალური ეს ფაქტია. ეს გზა გავლილი აქვს განვითარებულ ქვეყნებს. რეკლამაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არის მნიშნელოვანი ნაწილი იმ თვალსაზრისით, რომ თამბაქოს მოხმარების პროპაგანდირება, წახალისება, სტიმულირება არ მოხდეს. ეს ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ არის სარეკლამო ინდუსტრია და ზოგადად თამბაქოს ინდუსტრიის გარკვეული რისკების ქვეშ დაყენება, შესაბამისად, მკაცრ აკრძალვებს და მკაცრი ზომების მიღებასას გარკვეული რეგლამენტაცია უნდა არსებობდეს, ესეც გარკვეულწილად აპრობირებულია.

სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მოდელი არსებობს, ზოგიერთ ქვეყანაში მთლიანად, ყველა სახის რეკლამაა აკრძალული, ზოგან 50/50-ზე. მაგრამ ერთია მთავარი, ევროპამაც და აშშ-მაც თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას მიაღწია არა აკრძალვებით და გარკვეული ხელოვნური ბარიერებით, არამედ ეს პროცესი თანდათან, ბუნებრივად ჩამოყალიბდა ქვეყანაში მიზანმიმართული კამპანიის განათლებაზე აქცენტების გაკეთების და შესაბამისი ახსნა-განმარტებითი (სახელმწიფო თუ კერძო) კამპანიების დაგეგმვის გზით.

რაც შეეხება ასევე კაფე-ბარებშიო თამბაქოს მოწევის აკრზალვას, უნდა გავითვალისიწნოთ, რომ თამბაქოს მომხმარებლები განსაკუთრებულ კატეგორიას მიეკუთვნებიან და თამბაქოზე დამოკიდებულების ჩვევა სრულიად განსხვავებულია სხვა პროდუქტის მოხმარებისგან, ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა პროდუქცია ჩავანაცვლოთ, მაგრამ თამბაქის ჩანაცვლება იმავე გზით არ ხდება. აქედან გამომდინარე დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ ჩვენ კაფეეებსა და რესტორნებში თუ 100%-ით ავკრძალავთ მოწევას ამას რაიმე სარგებელს მიიღებს  თამბაქოს მომხმარებელი და ის აღარ მოწევს.

ამის შედეგად, ვფიქრობ, თამბაქოს მოხმარების ქცევა და კულტურა შეიცვლება, თუმცა ეს არ აისახება თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებაზე. მაინც მგონია რომ გარკვეული რეგლამენტაციები და ნორმები დადგენილი უნდა იყოს იმ თვალსაზრით, რომ ზოგადად პროპაგანდა უნდა აიკრძალოს და პროპაგანდაზე წვდომა შეზღუდული უნდა იყოს ახალგაზრდებისა და მოზარდებისთვის, თუმცა უფრო შედეგის მომტანი ყოველთვის იყო და იქნება ის კამპანიები, რომელიც ხორციელდება საზოგადოების, ბიზნესის და ხელისუფლების ერთობლივი ძალებით, ანუ ცოდნის, განათლებისა და ინფორმირებულობის ზრდაზე დაფუძნებული პოლიტიკით. ცნობილია, რომ სწორედ ეს არის გაცილებით ეფექტიანი, დამაფიქრებელი და გარკვეული მოტივაციურ ფაქტორს აჩენს თამბაქოს მოხმარების შემცირების ან დანებების თვალსაზრისით.

– რამდენად შედეგია შეიძლება იყოს ანტითამაქბოს წინააღმდეგ მიმართული ეს კამპანია?

– ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ერთ დღეში რაღაც კამპანიას ჩავატარებთ და ამან შედეგი არ გამოიღო და კამპანია უნდა შევაჩეროთ… ეს ასე არ არის! ასეთი კამპანიები გრძელდება წლების განმავლობაში, დასავლეთში ანტითამბაქოს კამპანია ათწლეულებია მიმდინარეობს და სკოლამდელი აღზრდის, სასკოლო დაწესებულებებში შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე, თამბაქოს მოხმარების რაოდენობა იკლებს.

მაგალითად, აშშ-ში თამბაქოს აქციზი არის მაღალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ სიგარეტს არ ეწევიან, რა თქმა უნდა ეწევიან, მაგრამ ტრენდია ასეთი – მწეველთა რაოდენობის შემცირების. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ აკრძალვებით და გადასახადების გაზრდით შედეგი არ მიიღწევა, ეს არის მხოლოდ დამხმარე კომპონენტი და მგონია, რომ ამ კანონპროექტის შინაარსშია პრობლემა, თორემ სახელმწიფო პოლიტიკა რომ უნდა იყოს მიმართული თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებისკენ რა თქმა უნდა და მთავარი კომპონენტი უნდა იყოს ცოდნისა და ინფორმირებულობის ზრდა.

კანპონპროექტის მიხედვით ყველას ვისაც თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქციის გაყიდვისსურვილი აქვს, ლიცენზია უნდა მოიპოვოს. ეთანხმებით თუ არა ამ რეგულაციის ამოქმედებას?

– ესეც გარკვეული პრაქტიკაა… გარკვეულ ქვეყნებში თამბაქოს გაყიდვა დაშვებულია ლიცენზირების საფუძველზე, ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ალკოჰოლური სასმელის გაყიდვის ლიცენზირების პრაქტიკა, მაგრამ ამ შემთხვევაში არის მეორე საკითხი: თუ ჩვენ თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება გვინდა, ლოგიკას ვერ ვხვდები ამ შემთხვევაში. პირადად მე ასეთი ტიპის ლიცენზირების წინააღმდეგი ვარ, ლიცენზირების პრაქტიკა უნდა გამორიცხავდეს რაღაც გარკვეული მანკიერი გადაწყვეტილებების გაჩენის შესაძლებლობას.

როცა საქართველოში ლიცენზირების პრაქტიკა შემოდის საქართველოში მე იმ წამსვე მიჩნდება განცდა იმის, რომ სრულიად შესაძლებელია თამბაქოს რაღაც გარკვეულმა ნაწილმა ე. წ. დახლ ქვეშ ვაჭრობის ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილში გადაინაცვლოს. ეს ერთი მხრივ შეამცირებს საბიუჯეტო შემოსავლებს, მეორე მხრივ აღურიცხავი ეკონომიკის გარკვეული კომპონენტი გაჩნდება, რაც თავისთავად საზიანოა, როგორც თამბაქოს მომხმარებლებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის.

ვფიქრობ, ლიცენზირება გამოსავალი არ არის. ამ შემთხვევაში პრობლემას უფრო ვხედავ, ვიდრე გამოსავალს. თან რას მოგვიტანს ეს შედეგად? ლიცენზიას მაინც ყველა აიღებს. რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის ამას? რა მნიშვნელობა აქვს ის მაღაზიას A-ს აკონტროლებს თუ B-ს.

დღესაც შეუძლია სახელმწიფოს თამბაქოს გამყიდველთა კონტროლი, რამდენადაც ის არის აქციზური პროდუქტი, აქციზების მარკირების გარეშე ეს პროდუქტი არ იყიდება და ეს დამატებითი რეგულაცია რა არის, თუ მეწარმე აიღებს ლიცენზიას ამით რა შეიცვლება გაუგებარია. პროდუქტი, რომ მავნებელია ამას ყველა ვაღიარებთ, მაგრამ ლიცენზირება რა შუაშია გაუგებარია. თუ ეს იმისთვის გვინდა, რომ აღრიცხვა-ანგარიშგება გაუმჯობესდეს ამისთვის არსებობს აქციზური მარკირება და ეს პროცედურა თავისთავად გულისხმობს, რომ ეს საკითხი მაქსიმალურად მოწესრიგებულია და შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში თამბაქოს იმპორტი და რეალიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებულია და ამ ლიცენზირებით თამბაქოს მომხმარებლთა რაოდენობა არ შემცირდება.

– რას ფიქრობთ, თამბაქოს პროდუქციის ხილვადობის შემცირებაზე, რაც იმას ითვალისიწნებს, რომ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ერთგვარი დახურული ფორმის კარადები უნდა შეიქმნას, თამბაქოს პროდუქციისთვის?

– კარადების შემოღებაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ზოგადად პროპაგანდა კი ბატონო, უნდა შეიძზუდოს, მაგრამ დახლზე იდება სიგარეტი თუ დახლის ქვეშ ამ შემთხვავაში არ მგონია ეს იყოს გადამწყვეტი, ყველა ეს საკითხი ფისკალური ეფექტი, პროპაგანდაზე წვდომის შემცირება, აკრძალვები უნდა იყოს დამხმარე ინსტრუმენტები ძირითადი კონცეფციის გასამაგრებლად მიმართული და ძირითადი კონცეფცია უნდა იყოს ადამიანს შეუქმნას მოტივაცია და სწორი ინფორმაციის მიწოდების გზით მას გავუძლიეროთ სურვილი თავი დაანებოს სიგარეტის მოწევას.

თუ გვინდა რომ აკრძალვები იყოს და სხვა კამპანია არ ვაწარმოოთ ეს შედეგის მომტანი არ იქნება, სწორი აქცენტები არის ყველაზე მთავარი და არა რეგულაციების გამკაცრება და ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კონცეპტუალურ პრობლემას ვხედავ.

Share