Home » ბიზნესი » ლევან კალანდაძე: საქართველოში ქართული წარმოება პრიორიტეტული უნდა იყოს
ლევან კალანდაძე: საქართველოში ქართული წარმოება პრიორიტეტული უნდა იყოს

ლევან კალანდაძე: საქართველოში ქართული წარმოება პრიორიტეტული უნდა იყოს

ექსპერტ ლევან კალანდაძის განცხადებით, მნიშნელოვანია, რომ ქართული წარმოება საქართველოში პრიორიტეტული იყოს და ის უცხოურ ინვესტორებთან მიმართებით არ დაიჩაგროს.

ექსპერტის თქმით, ამ თვალსაზრისით, მას გარკვეული დადებითი სენტიმენტები და ემოციები გააჩნია „ქართული თამბაქოს“ წარმოებასთან მიმართებაში და თვლის, რომ უფრო მეტი ყურადღება ამ თვალსაზრისით ქართულ წარმოებაზე უნდა გაკეთდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორების ურთიერთობა საქართველოში და მათთან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბება, იმის გათვალისწინებით, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, აქცენტირება პოლიტიკისა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ქვეყანაში ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად, ბუნებრივია, უნდა ხორციელდებოდეს, მაგრამ ყველაფერი დაგვრჩება უკან, თუ ჩვენი ქართული წარმოების, ქართველი მეწარმეების ინტერესების დაჩრდილვა ან დაკნინება მოხდება.

მაქსიმალურად უნდა იყოს ქვეყანაში ისეთი გარემო ჩამოყალიბებული, რომელიც ინვესტორის ინტერესებზეა მორგებული. ამ შემთხვევაში არ უნდა განვასხვავოთ ქართველი და უცხოელი ინვესტორები. განსაკუთრებული აქცენტი ქვეყნის პოლიტიკის სამიზნე ორიენტირად უნდა იქცეს ადგილობრივი წარმოება, ჩვენ თუ არ, ან ვერ შევძელით ადგილობრივი, ქართველი მეწარმეებისთვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბება, ამ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება ძალიან წუნდებული ეკონომიკური პოლიტიკა და ეს ძალიან ბევრი ნეგატიური მოვლენის მომტანი იქნება. ასე, რომ მგონია, რომ ქართული, ადგილობრივი წარმოებები, ზოგადად, პოლიტიკის განხორციელების პირობებში არ უნდა დაიჩაგროს. ამ თვალსაზრისით, გარკვეული დადებითი სენტიმენტები და ემოციები მაქვს „ქართული თამბაქოს“ წარმოებასთან მიმართებაში და ვთვლი, რომ უფრო მეტი ყურადღება ამ თვალსაზრისით ჩვენ წარმოებაზე უნდა გაკეთდეს“,- აცხადებს ლევან კალანდაძე.

დღეს, „ქართული თამბაქოს“ თანამშრომლებმა ორი საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც ისინი საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის ფადი ასლის განცხადებებს აპროტესტებდნენ.

საქმე ეხება „ფილიპ მორისსა“ და „ქართული თამბაქოს“ სასამართლო პროცესს, სადაც პირველმა ინსტანციამ „ფილიპ მორისს“ „ქართული თამბაქოსთვის“ ჯარიმის გადახდა დააკისრა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ფადი ასლის განცხადებები მოჰყვა, რომელმაც სასამართლო არასწორი გადაწყვეტილების მიღებაშ და კორუფციაში დაადანაშაულა. ფადი ასლიმ განაცხადა, რომ არ დაუშვებს ადგილობრივმა ბიზნესმა უცხოურ ბიზნესებს ფული გამოსძალოს.

Share