Home » ახალი ამბები » ლევან იოსელიანი: ხალხი განუწყვეტელი აქციებით დაიღალა

ლევან იოსელიანი: ხალხი განუწყვეტელი აქციებით დაიღალა

ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი დაპირისპირებით და განუწყვეტელი აქციებით, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის აქციების კომენტირებისას განაცხადა.

„საქართველოს მოქალაქეებს უნდათ, პოლიტიკოსები იხილონ პარლამენტში და ამას ადასტურებს NDI-ს ბოლო კვლევა, სადაც მოქალაქეების 80 პროცენტმა თქვა, რომ პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს. ოპოზიციის სტრატეგიას არ შევაფასებ, რადგან აქამდე რაც ვთქვით ნიკა მელიაზე, მან საწყენად მიიღო და არ მინდა, კაცი რომელიც ციხეში ზის, ვაწყენინო. აქედან გამომდინარე, შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს ეს დაადასტურა დღევანდელმა დღემ და განვლილმა პერიოდმა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ოპოზიციამ საპროტესტო აქციას მართავს, მათი მოთხოვნები ცნობილია.

Share