Home » საზოგადოება » ლევან დავითაშვილი: უცხოელებზე მიწის მიყიდვის ტოტალური აკრძალვა არ უნდა მოხდეს
ლევან დავითაშვილი: უცხოელებზე მიწის მიყიდვის ტოტალური აკრძალვა არ უნდა მოხდეს

ლევან დავითაშვილი: უცხოელებზე მიწის მიყიდვის ტოტალური აკრძალვა არ უნდა მოხდეს

უცხოელებზე მიწის მიყიდვის ტოტალური აკრძალვა არ უნდა მოხდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების აუცილებლობა დგას. მინისტრის განცხადებით, ამ კუთხით მთავრობას ერთიანი პოზიცია აქვს შეჯერებული, თუმცა კონკრეტულად როგორ გაიწერება ეს კანონში, ეს საქმის იურიდიული ნაწილია.

საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი უცხოელებზე მიწის გასხვისებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებს.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ერთადერთი გამონაკლისი, რა შემთხვევაშიც მიწის უცხოელებზე გასხვისება იქნება შესაძლებელი, არის უცხოელი ინვესტორების მიერ წარმოდგენილი დიდი ინვესტიცია. თუმცა, დანელია არ აკონკრეტებს ინვესტიციის იმ მოცულობას, რომელიც შეიძლება არარეზიდენტებზე მიწის გასხვისების საფუძველი გახდეს.

Share