Home » საზოგადოება » ლევან დავითაშვილი: ქვეყანაში ხორბლის უპრეცედენტოდ მაღალი მარაგია

ლევან დავითაშვილი: ქვეყანაში ხორბლის უპრეცედენტოდ მაღალი მარაგია

ჩვენი საშუალო მარაგი და FAO-ს რეკომენდაცია, 90 000 ტონამდე ხორბალს ითვალისწინებს, ეს არის 2 თვის მარაგი. ჩვენ, თითქმის, 3 თვის მარაგი გვაქვს, რაც გვაძლევს რყევების აცილების შესაძლებლობას, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს განაცხადა.

„მაღალი მარაგების შენარჩუნებამ, ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, ზაფხული და შემოდგომა გაგვევლო ისე, რომ ყველა სხვა დამხმარე თუ ძირითადი ნედლეულის გაძვირების პირობებში, არ მოგვეხდინა ინტერვენცია და პურის ფასი შეგვენარჩუნებინა. თუმცა, მოგვიწია სუბსიდირება, რაც, ვფიქრობ, ყველაზე ეკონომიური და ეფექტიანი იყო სოციალურად ნაკლებად დაცული ადამიანისთვის პურის ფასის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან დიდია ფქვილისგან წარმოებული პროდუქციის, მათ შორის, საკონდიტრო ასორტიმენტი.

„შესაბამისად, არ იქნებოდა სამართლიანი, ფასის შესანარჩუნებლად, საბიუჯეტო თანხების ამ მიმართულებით გამოყენება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Share