Home » საზოგადოება » ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესის” შესახებ – თუ მშენებლობის პროცესში რაიმე გადაცდომა-დარღვევა იქნება, ძალიან პრინციპული და მკაცრი ვიქნებით

ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესის” შესახებ – თუ მშენებლობის პროცესში რაიმე გადაცდომა-დარღვევა იქნება, ძალიან პრინციპული და მკაცრი ვიქნებით

თუ მშენებლობის პროცესში რაიმე გადაცდომა-დარღვევა იქნება, ჩვენ ძალიან პრინციპულები და მკაცრები ვიქნებით“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან „ნამახვანჰესზე” საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, იყო თუ არა ბოლო 4 თვის განმავლობაში „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიონის ხეობაში ჩატარებულ სამუშაოები უკანონო, დავითაშვილი აცხადებს, რომ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი კანონის მიხედვით ახდენს რეაგირებას.

„ჩვენ კანონის მიხედვით მოვახდენთ რეაგირებას. როდესაც საჭიროა რეაგირება გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად.

თუ მშენებლობის პროცესში რაიმე გადაცდომა-დარღვევა იქნება, არამხოლოდ დასაწყისში, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპული და მკაცრები, კანონის მოთხოვნის სრულ შესაბამისობაში იმოქმედებს ჩვენი ყველა სამსახური“,-აცხადებს ლევან დავითაშვილი.

როგორც დავითაშვილი აცხადებს, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საზოგადოებასთან საუბარი მომავალშიც გაგრძელდება.

„რაც არ უნდა კარგი პროექტი და გადაწყვეტილება არსებობდეს, თუ არ იქნება პროცესში მუდმივი და ხარისხიანი მონიტორინგი, მათ შორის, საჯარო და საზოგადოებრივი ჩართულობა, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ საუკეთესო შედეგს. იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, ჩვენ გვექნება მაქსიმალური ჩართულობა, ეს არის ის, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. ამ საუბრებს მომავალშიც გავაგრძელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აინტერესებდათ ეს არის უსაფრთხოებაზე ინფორმაცია, რა ტიპის გეოლოგიურ და სხვა გარემოსდაცვითი ზემოქმედების რისკებს ატარებდა პროექტი“, – აცხადებს დავითაშვილი.

ცნობისთვის, ცაგერში, „ნამახვანჰესის“ საკითხის განხილვა, რომელსაც მინისტრები ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ, კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

მინისტრებმა შეხვედრაზე ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობისთვის „ნამახვანი“ და მსგავსი ჰიდროელექტროსადგურები. თავად მოქალაქეები აღნიშნავდნენ, რომ ისინი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგი არიან, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ გარემოსთვის საფრთხის შემცველია.

Share