Home » საზოგადოება » ლავროვი – ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია

ლავროვი – ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია

2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთხელ, 2008 წლის აგვისტოში ეს უკვე აფეთქდა.

„ერთხელ 2008 წლის აგვისტოში უკვე აფეთქდა, როდესაც პერსპექტივის ეიფორიაში მყოფმა სააკაშვილმა გადაწყვიტა ავანტიურა, რომელიც უმძიმესი შედეგებით შემოუბრუნდა თვითონ საქართველოს და ევროპის უსაფრთხოების მდგომარეობა ცუდ ზღვარზე მიიყვანა.

ის, ვინც მუდმივად იმეორებს ბუქარესტის თეზისს და ამტკიცებენ, რომ ნატო-ს გაფართოების საკითხებში მესამე მხარეს არ აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია, ეს ხალხი ცეცხლს ეთამაშება. დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლებელია, ამას ვერ აცნობიერებდნენ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

Share