Home » მსოფლიო » ლავროვი: „3+3“ ფორმატში ჩართვა საქართველოს არ ავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების შეცვლას

ლავროვი: „3+3“ ფორმატში ჩართვა საქართველოს არ ავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების შეცვლას

„სამხრეთ კავკასიაში „3+3“ ფორმატში საქართველოს ჩართვა საქართველოს არ ავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების შეცვლას”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 2021 წლის რუსული დიპლომატიის საქმიანობის შედეგებზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება TASS.

„შეიძლება შევთანხმდეთ, რომ ამ ფორმატში განვიხილავთ მხოლოდ ისეთ თემებს, რომლებიც ყველა მონაწილეს აინტერესებს. მოსკოვს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა თბილისთან, ამიტომ ნაკლებია შესაძლებლობა ავხსნათ ამ ფორმის უპირატესობები.

ჩვენ მივმართეთ ჩვენს თურქ მეგობრებს, აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მაინც აუხსნან ჩვენს ქართველ მეზობლებს ამ ფორმატში გაწევრიანების სარგებელი მათთვის და თითოეული ჩვენგანისთვის.

ასეთი გაწევრიანება მათ არაფერზე ავალდებულებს მათი პოლიტიკური პოზიციების კუთხით“, – ხაზგასმით აღნიშნა ლავროვმა.

მინისტრის თქმით, 3+3 ფორმატში წინაპირობების გარეშე გაწევრიანება საქართველოს ინტერესებშია.

სანდრო პირველი

Share