Home » ფინანსები » ლაშა პაპაშვილი: თუ სხვებივით 20 კაპიკიანი არ იქნება, ჩინური ბანკი გაამართლებს
ლაშა პაპაშვილი: თუ სხვებივით 20 კაპიკიანი არ იქნება, ჩინური ბანკი გაამართლებს

ლაშა პაპაშვილი: თუ სხვებივით 20 კაპიკიანი არ იქნება, ჩინური ბანკი გაამართლებს

$300 -მილიონიანი კაპიტალის ჩინური  ბანკის შემოსვლით ბაზრის განეიტრალების იმედი აქვს ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს.

„კარგი იქნება იმ შემთხვევაში თუ დაეჯახება 2 წამყვან ბანკს და ბაზარი 80/20-ის  პროპორციული წყობით კი არ იქნება წარმოდგენილი, არამედ იქნება დივერსიფიცირებული“, – განუცხდა GBC-ის ლაშა პაპაშვილმა.

მან შედარება გააკეთა ბაზარზე ჩინური კაპიტალით მოქმედ ბანკთან, რომელმაც ვერ შეძლო ბაზრის 3 სუბიექტზე გადანაწილება.

პაპაშვილი ამბობს, რომ ბაზრის გამსხვილების მომხრეა, რაც კარგი იქნება კონკურენციისა და ქვეყნის ეკონომიკისთვისაც, თუმცა ეს მიზანი მიღწევადია რამდენიმე მსხვილი ბანკით და არა დოუპოლიით.

 

წყარო: GBC.GE

Share