Home » ფინანსები » ლაშა პაპაშვილი სესხების გაცემის შეზღუდვით ეკონომიკის ზრდის შენელებას ელის
ლაშა პაპაშვილი სესხების გაცემის შეზღუდვით ეკონომიკის ზრდის შენელებას ელის

ლაშა პაპაშვილი სესხების გაცემის შეზღუდვით ეკონომიკის ზრდის შენელებას ელის

თბილისი (GBC)- საფინანსო სექტორის ახალი რეგულაციების მავნებლობაზე ბიზნესმენებს  ეროვნული ბანკის დარწმუნებლის იმედი აქვთ.

ექს-ბანკირი ლაშა პაპაშვილმა ამბობს, რომ შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემის შეზღუდვის რეგულაციით  ბანკები ფაქტის წინაშე დააყენეს.

ბიზნესმენი ამბობს, რომ სებ-ს ეს ესმის და იმედოვნებს, რომ  თუ ახალი რეგულაციები პოლიტიკური მოტივით არის გამყარებული, ის  საფინანსო სექტორის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

პაპაშვილი აღნიშნავს, რომ ძალიან რთულდება სესხის დამტკიცება. კრედიტის გამცემს „ლამის მსესხებლის ფეხსაცმლის ზომის ცოდნაც კი მოეთხოვება”.

თუმცა მიიჩნევს, რომ  შეზღუდვა არ არის ჭარბვალიანობასთან ბრძოლის გამოსავალი, რადგანაც ის დაარტყამს საცალო ვაჭრობის სფეროს, რომლის აქტივობა შენელდება და რაც საბოლოოდ ეკონომიკის ზრდის შენელებას გამოიწვევს.

წყარო: gbc.ge

Share