Home » საზოგადოება » ლაშა პაპაშვილი: არ მინდა სოფლად „ჯღანი“ სახლები შენდებოდეს

ლაშა პაპაშვილი: არ მინდა სოფლად „ჯღანი“ სახლები შენდებოდეს

კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი სამშენებლო და არქიტექტურული რეგულაციების მომხრეა. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ რეგულაციები უნდა გავრცელდეს როგორც დედაქალაქში, ისე რაიონებში და სოფლებში.

„ყველაზე უფრო სოფელი მიყვარს და არ მინდა იქ „ჯღანი“ სახლები შენდებოდეს. ითვლება, რომ რადგან რეგიონია, ვისაც რა უნდა იმას ააშენებს, ოღონდ ფული ნახოა. ასე არ შეიძლება, ულამაზესი რეგიონები გვაქვს და ყველაზე მეტად  ჯერ კიდევ ეგენი არიან დაცულები, რომ ის არ დაემართათ, რაც თბილისს.

რეგულაციებია საჭირო, რომ უძრავი ქონების ფასმა ზრდა დაიწყოს. უკვე 35 წელია ერთი და იგივე ფასი აქვს ჩვენს ქვეყანაში უძრავ ქონებას, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეს პროცესი არასწორად ვითარდება“ – აცხადებს პაპაშვილი.

business-partner.ge

Share