Home » საზოგადოება » ლაშა ნაცვლიშვილი – „ნაციონალური სიმსივნე“ ოცი წელია, ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს და უნდა ამოიკვეთოს, POSTV ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება

ლაშა ნაცვლიშვილი – „ნაციონალური სიმსივნე“ ოცი წელია, ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს და უნდა ამოიკვეთოს, POSTV ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება

ტელეკომპანია POSTV მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, – აცხადებს ტელეკომპანიის ხელმძღვანელი ლაშა ნაცვლიშვილი.

როგორც ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ნაციონალური სიმსივნე“ ოცი წელია, ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს და უნდა ამოიკვეთოს, POSTV ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება“.

„POSTV მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის! ჟურნალისტი, პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეა და აქვს უპირობო ვალდებულება, გააკეთოს მკაფიო არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის. ნაციონალური სიმსივნე, რომელიც ოცი წელია, ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს, უნდა ამოიკვეთოს, ხოლო მისი მეტასტაზები – განეიტრალდეს, რათა დამშვიდდეს ქვეყანა და ნორმალური, დემოკრატიული განვითარების საშუალება მიეცეს. წილი ნაყარია! „POSTV“ ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება!“ – აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

Share