Home » ფინანსები » ლაშა ხუციშვილი: ფულადი სანქცია დაუწესდებათ სათამაშო ბიზნესის იმ ოპერატორებს, რომლებიც რეგულაციას დაარღვევენ

ლაშა ხუციშვილი: ფულადი სანქცია დაუწესდებათ სათამაშო ბიზნესის იმ ოპერატორებს, რომლებიც რეგულაციას დაარღვევენ

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ფულადი სანქცია დაუწესდებათ სათამაშო ბიზნესის იმ ოპერატორებს, რომლებიც რეგულაციას დაარღვევენ.

როგორც მან მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, პასუხისმგებლობა გავრცელდება იმ ოპერატორებზე, რომლებსაც აეკრძალებათ ამ სერვისის მიწოდება კონკრეტული პირებისთვის.

„ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის, რომლებსაც ეკრძალებათ ამ სერვისის მიწოდება კონკრეტული პირებისთვის.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სათამაშო ბიზნესის ოპერატორები შესაბამის რეგულაციას დაარღვევენ, გათვალისწინებული იქნება მათთვის შესაბამისი სანქცია“, -განაცხადა ხუციშვილმა.

მან განმარტა, რომ ეს ფულადი სანქცია იქნება, თუმცა რა ოდენობის, ლაშა ხუციშვილს არ დაუკონკრეტებია.

Share