Home » საზოგადოება » ლაშა ხუციშვილი: კიდევ ერთი ყალბი ნიუსი გავრცელდა, თითქოს სხვა სარეკლამო კომპანიამ საგადასახადო შემოწმებაზე შეტყობინება 10 საათის შემდეგ მიიღო

ლაშა ხუციშვილი: კიდევ ერთი ყალბი ნიუსი გავრცელდა, თითქოს სხვა სარეკლამო კომპანიამ საგადასახადო შემოწმებაზე შეტყობინება 10 საათის შემდეგ მიიღო

ინფორმაციაში ნახსენები კომპანიის შემოწმების ბრძანება გამოცემულია და ელექტრონულად გაგზავნილია 2 დღით ადრე და არა 10 საათის შემდეგ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს და „მთავარი არხის“ ე.წ. „გაყიდვების სახლის“ საგადასახადო შემოწმების ბრძანებაზე განმარტებას აკეთებს.

„ამასობაში კიდევ ერთი გადაუმოწმებელი და ყალბი ნიუსი გავრცელდა, თითქოს სხვა სარეკლამო კომპანიამ 10 საათის შემდეგ მიიღო შეტყობინება საგადასახადო შემოწმებაზე.

ამჯერად ასეთი ამბავია: „მთავარი არხის“ ე.წ. „გაყიდვების სახლის“ საგადასახადო შემოწმების ბრძანება გამოცემულია 23 ივლისს, ამავე დღეს არის გაგზავნილი ელექტრონულად და გადამხდელს გახსნილი აქვს შეტყობინება 27 ივლისს, 11:11 საათზე.

რაც შეეხება ინფორმაციაში ნახსენებ კომპანიას, მისი საგადასახადო შემოწმების ბრძანება გამოცემულია 21 ივლისს, ამავე დღეს არის გაგზავნილი ელექტრონულად და გადამხდელს გახსნილი აქვს შეტყობინება 22 ივლისს.

ინფორმაციაში ნახსენები კომპანიის შემოწმების ბრძანება გამოცემულია და ელექტრონულად გაგზავნილია 2 დღით ადრე და არა 10 საათის შემდეგ. გაუგებარია ან ამით რისი დამტკიცების მცდელობას აქვს ადგილი, მაგრამ თავად მოწოდებული ინფორმაციაც არის ტყუილი“, – წერს ლაშა ხუციშვილი.

Share