Home » ფინანსები » ლაშა ხუციშვილი: ევრობონდებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის დაფიქსირებით, ბიუჯეტი მომდევნო 5 წელი დაზოგავს, დაახლოებით, 350 მილიონ ლარს

ლაშა ხუციშვილი: ევრობონდებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის დაფიქსირებით, ბიუჯეტი მომდევნო 5 წელი დაზოგავს, დაახლოებით, 350 მილიონ ლარს

ევრობონდებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის დაფიქსირებით ბიუჯეტი დაზოგავს, დაახლოებით, 350 მილიონ ლარს, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან განაცხადა, ეს შედეგი საქართველოს ეკონომიკის, მისი მაკროეკონომიკური მიმართულებების როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული მმართველობის ხარისხის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა.

„მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე, ახალი ობლიგაციებით, მოხდა ფაქტობრივად რეფინანსირება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდებისა, რომლის საპროცენტო განაკვეთი, დაახლოებით, 2,5-ჯერ უფრო მაღალი იყო – 6,875% და რომლის დაფარვაც განხორციელდა მიმდინარე წლის 12 აპრილს. აქ მნიშვნელოვანია, ასევე, ბიუჯეტის მხრივ კონკრეტული ეკონომიები.

კერძოდ, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იმის გამო, რომ საპროცენტო განაკვეთი არის გაცილებით დაბალი, ბიუჯეტი დაზოგავს, დაახლოებით, 350 მილიონ ლარს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

12 აპრილს საქართველომ 2011 წელს გამოშვებული ევრობონდები უკვე დაფარა და ფინანსთა სამინისტრო ახალი ევროობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.

Share